ბერგკი (Bergk) იოჰან ადამ (1769, ჰაინიხენი, ‒ 27. X. 1834, ლაიფციგი), გერმანელი მეცნიერი, ფილოსოფიის პოპულარიზატორი.
მუშაობდა სამართლისა და რელიგიის ფილოსოფიის საკითხებზე. ცხოვრობდა ლაიფციგში. 1799 გამოსცა ნაშრომი „ანატოლია, საქართველო, სომხეთი, ქურთისტანი, ერაყი და ალ ჯეზირა ისტორიული, გეოგრაფიული... თვალსაზრისით“. წიგნის მეორე ნაწილში საქართველოს ეთმობა ქვეთავი „თურქეთის საქართველო ანუ გურჯისტანი ტოპოგრაფიული, ფიზიკური და ზნე-ჩვეულების თვალსაზრისით“, რ-შიც აღწერილია საქართვ. სამხრ. რეგიონები. სავარაუდოა, რომ ბ-მა სხვა ნაშრომებზე დაყრდნობით დაწერა ეს წიგნი. კერძოდ, იგი იხსენიებს პეისონელს, შარდენს და იყენებს მათ მიერ შეკრებილ მასალებს.
ლიტ.: კ ა ნ დ ე ლ ა კ ი დ., საქართველო XVIII საუკუნის II ნახევრის გერმანულ საისტორიო ლიტერატურაში (ი. ა. ბერგკის ნაშრომის მიხედვით), «ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა და გეოგრაფია სკოლაში», 1992, № 1 – 2.
დ. კანდელაკი