ბერდუჯი

ბერდუჯი, მდ. ძეგამჩაის (ახლანდ. აზერბაიჯანი) ძვ. ქართული სახელწოდება.

ეს მდინარე იყო ქართლის, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს სამხრ.-აღმ. საზღვარი ალბანეთ-არანთან.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟამთააღმწერელი, იქვე ტ. 2, თბ., 1959.