ბოცოსძე ბოცო

ბოცოსძე ბოცო, XIII ს. I ნახევრის ქართველი მოღვაწე, სამცხის დიდგვარიან ფეოდალთა – ბოცოსძეთა პირველი თაობის წარმომადგენელი, ბოცო ჯაყელის ძე, ჩუხჩარხი (სამხ. უწყების დიდი მოხელე) თამარ მეფის დროს.

განძაზე ლაშა გიორგის ლაშქრობაში (დაახლ. 1213–14) ბ. სხვა მესხებთან ერთად წინამბრძოლთა გუნდს მეთაურობდა და თავი გამოიჩინა სიმამაცით. 1226, ჯალალედინის შემოსევის დროს, რუსუდან მეფემ ბ-ს და მის უფროს ძმას მემნა ბოცოსძეს დაავალა თბილისის დაცვის ხელმძღვანელობა. ქალაქში მცხოვრებ მაჰმადიანთა შინაღალატის შედეგად მტერი ქალაქში შეიჭრა. თბილ. დამცველები ბ-ს მეთაურობით ისანში გამაგრდნენ. ამის შემდეგ ბ. წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტ.: იხ. სტ-თან ბოცოსძენი.

ნ. შოშიაშვილი