ბოჭორიძე ბაბე გიორგის ასული

ბოჭორიძე (ლაშაძე) ბაბე გიორგის ასული (1861, თელავი, – 1946, თბილისი), რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. კომპარტიის წევრი 1903-იდან. ბ. დაუახლოვდა ამიერკავკ. რკინიგზის თბილ. მთავარი სახელოსნოების მუშებს და 1898 ჩაება რევ. მოძრაობაში. ასრულებდა ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებას: ავრცელებდა არალეგალურ ლიტ-რას, მონაწილეობას იღებდა გაფიცვების, მაისობების, არალეგალური კრებების მოწყობაში.

1903–06 ბ. იყო ავლაბრის არალეგალური სტამბის „დიასახლისი“. ბ-ს არც შემდეგ წლებში შეუწყვეტია არალეგალური რევ. მოღვაწეობა, 1921-იდან განაგრძობდა პარტ. და საზ. მუშაობას.

ზ. გეგეშიძე