ბრაიტენბაუხი გეორგ ავგუსტ ფონ

ბრაიტენბაუხი (Breitenbauch) გეორგ ავგუსტ ფონ, XVIII ს. II ნახევრის გერმანელი სწავლული, საქსონია-ვაიმარის საჰერცოგოს პალატის მრჩეველი, ოდერის ფრანკფურტის, ერფურტისა და რომაელ-არკადიელ სწავლულთა საზ-ბის წევრი.

1788 მემინგენში გამოქვეყნდა მისი წიგნი „ქართული სახელმწიფოების ისტორია“. წიგნში ცალკე თავებადაა განხილული საქართვ. ისტორია ერთიანი სახელმწიფოს დაშლამდე. შემდეგ მოცემულია ცალკეული სამთავროების აღწერა. ნაშრომს დართული აქვს ბაგრატიონთა დინასტიის გენეალოგია. ბ-ს უსარგებლია ძვ. ისტორიკოსების ნაშრომებით. როგორც ჩანს, მას ხელი მიუწვდებოდა იმდროინდელ გამოუქვეყნებელ მასალებზეც. მიუხედევად მთელი რიგი შეცდომებისა, ნაშრომს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართვ. ისტ. რიგი საკითხების დასაზუსტებლად.

თხზ.: Geschichte der Staaten von Georgien. Entworfen von Georg August von Breitenbauch, Memmingen, 1788.

ე. მამისთვალიშვილი