ბრეგაძე გრიგოლ ვასილის ძე

ბრეგაძე გრიგოლ ვასილის ძე (5. VII. 1911, სოფ. ცუცხვათი, ახლანდ. ტყიბულის ზონა), ისტორიკოსი. ისტ. მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979).

1937 დაამთავრა ამიერკავკ. უმაღლესი კომუნისტური სასწავლებელი. 1932-იდან მუშაობდა ტყიბულის რ-ნის მუშგლეხინის საკონტროლო კომისიის ინსპექტორად. 1936-იდან არმიის რიგებში იყო, მსახურობდა კ. ლესელიძის 63-ე საარტილერიო პოლკში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1946–48 მუშაობდა საქ. კპ(ბ) თბილ. კომიტეტის ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელად, 1949–53 – საქ. კპ ცკ-ის პროპაგანდისა და აგიტაციის განყ-ბის სექტორის გამგედ და ერთდროულად ჟურნ. „აგიტატორის ბლოკნოტის“ რედაქტორად. 1959–67 საქართვ. მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი, 1967–84 საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის კათედრის გამგე.