გრიგოლია ალექსანდრე ლუკას ძე

გრიგოლია ალექსანდრე ლუკას ძე [21. XI (3. XII). 1879, სოფ. საჭილაო, ახლანდ. სოფ. მარანი, აბაშის მუნიციპალიტეტი, – 25. XII. 1976, სოხუმი], თერაპევტკურორტოლოგი, საკურორტო საქმის ორგანიზატორი აფხაზეთში. პროფესორი (1946), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1957), აფხ. დამს. ექიმი (1950). 1910 დაამთავრა ტომსკის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. გ-ს თაოსნობით 1914 სოხუმში გაიხსნა ინფექციური საავადმყოფო და ქალაქის II საავადმყოფო, აფხაზეთში ჩატარდა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები (1924–26), შეიქმნა სამკურნ.-პროფილაქტიკურ დაწესებულებათა ფართო ქსელი. გ. აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მუშაობაში. 1925-იდან მისი ხელმძღვანელობით დაიწყო აფხ. კლიმ. და ბალნეოლ. რესურსების გამოვლენა და შესწავლა. 1938 სოხუმში გ-ს თაოსნობით გაიხსნა კურორტოლოგიის ინ-ტი, რ-საც 1947–70 თვითონვე ხელმძღვანელობდა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Гульрипш, Л., 1934; Курортные богатства Абхазии, Л., 1934; Гагрская группа курортов, М., 1956.

ლიტ.: К и п и а н и Т. И., Жизнь и деятельность Александра Лукича Григолия, Тб., 1965.