ბასილი III, XI ს. ქართლის კათალიკოსი დაახლ. 1090–1100, მწერალი.
ვარაუდობენ, რომ იყო ძე „დიდისა პატრიკისა ვაჩესი“, ეფრემ მცირ|ეფრემ მცირის ძმა. განათლება მიიღო ბიზანტიაში; მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში. ეკუთვნის საყურადღებო ისტ. ცნობების შემცველი ჰაგიოგრაფიული თხზულება „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსთა“; აგრეთვე შიო მღვიმელისადმი მიძღვნილი საგალობელი „დასდებელნი წმიდისა მამისა ჩუენისა შიოჲსნი“.
თხზ.: ინგოროყვა პ., ძველქართული სასულიერო პოეზია, წგ. 1 ‒ ტექსტები, ტფ., 1913.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ლ. ჯღამაია