ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელი, საქართველოს სამეფოს მწიგნობართუხუცესი 1248–65.
მეფე დავით VII-ის საქართველოში არყოფნის დროს სახელმწიფოს მართვა მას ჰქონდა მინდობილი. ხელმძღვანელობდა საქართვ. მთავრობის იმ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას, რ-თა მიზანი იყო XIII ს. შუა წლების დიდი ეკონ. კრიზისის შენელება.
ბ. უ.-ჭ-ის წინადადებით გაღარიბებულ მოსახლეობას დაურიგდა ეკლესიის კუთვნილი მიწების ნაწილი. ამ ნიადაგზე მას გადაემტერნენ ეკლესიის ზედაფენის წარმომადგენლები, რ-ებმაც დავით VII დაარწმუნეს ბ. უ.-ჭ-ის ორგულობაში. ცრუ ბრალდების საფუძველზე ბ. უ-ჭ. დააპატიმრეს და გაუსამართლებლად ჩამოახრჩვეს.
წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966.
ბ. ლომინაძე