ბასილი ხანძთელი, IX ს. საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი.
მოხსენიებულია გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ყოფილა გრიგოლ ხანძთელის დედის მსახურის შვილი. აღიზარდა ხანძთაში, სადაც ერთხანს გრიგოლს მეჯინიბეობას უწევდა („კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა“), შემდეგ კი ხანძთის მონასტრის წინამძღვარი გახდა. გარდაიცვალა პარეხში, მიქელ პარეხელის სავანეში. ბ. ხ-ის აკროსტიქული საგალობლები შესულია მიქაელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიულ კრებულში (978–988).
ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ი. ლოლაშვილი