ბასკური ენისა და კულტურის საზოგადოება, შეიქმნა 1976 საქართვ. მეცნ. აკად. ენისა და ლიტ-რის განყოფილებასთან (თავ-რე აკად. შ. ძიძიგური).
მისი მიზანია ხელი შეუწყოს ბასკოლოგია|ბასკოლოგიის განვითარებას საქართველოში. საზ-ბამ კონტაქტები დაამყარა საზღვარგარეთის ბასკოლოგიურ ცენტრებსა და ორგანიზაციებთან [რუსეთის მეცნ. აკად. მსოფლიო კულტურის ისტორიის სამეცნ. საბჭო, ბილბაოს უნ-ტი, ბასკური ენის სამეფო აკადემია, ინგლ.-ამერ. ბასკოლოგიური საზ-ბა (ნევადის შტ.), ამერ. ბასკოლოგიური საზ-ბა (კალიფორნიის შტ.) და სხვ.].
საზ-ბა ატარებდა რესპუბლიკაში საჯარო ლექციებს ბასკური ენისა და კულტ. საკითხებზე უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით; გამოცემულია ცალკეული მონოგრაფიები და კრებულები (ნ. მარი, რ. ლაფონი, შ. ძიძიგური, ი. ზიცარი, ს. გაბუნია, ნ. სტურუა, მ. ღლონტი, გ. შალამბერიძე).
საზ-ბასთან შეიქმნა მუდმივმოქმედი სემინარი ‒ „ბასკოლოგიური საუბრები“, აგრეთვე ბასკოლოგიური ლიტ-რის ბ-კა.
1990-იან წლებსა და მომდევნო პერიოდში საზ-ბის საქმიანობის ინტენსივობა შემცირდა.
მ. ღლონტი