ბერეკაშვილები, ქართველი მშენებელი ოსტატები ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფ. კურსებიდან.
ცნობილი არიან ლევან, მოსე, ისიდორე, კალისტრატე და იოსებ ბ. მათ XIX ს. 60-იანი წლებიდან რამდენიმე ეკლესია ააგეს დას. საქართველოში: 1867 იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის დავალებით სოფ. ბახვში (ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპ-ი.) ლევან დ მოსე ბ-მა (ეკლესია აღარ არსებობს), 1873 სოფ. გოდოგანში ისიდორე ბ-მა, 1883 სოფ. ნაგარევში იოსებ ბ-მა (ბ-ის აშენებულია 1876 სოფ. ჭალისთავის ეკლესიაც, სამივე თერჯოლის მუნიციპ-ი 1905 სოფ. კოკაში (ახლანდ. ტყიბულის ზონა) იოსებ და კალისტრატე ბ-მა. ბ-ის აშენებული ეკლესიები ყურადღებას იპყრობს ტექ. შესრულების მაღალი დონით. კედლები შემოსილია თლილი ქვით. ბ. ცდილობდნენ გაეგრძელებინათ ეროვნ. ტრადიციები და იყენებდნენ ძვ. ქართ. საეკლ. ხუროთმოძღვრების ცალკეულ დეტალებს (დეკორ. თაღებსა და ლილვებს, ბურთულებიან სამკაულებს და სხვ.). ამ მხრივ ბ-ის ნაგები ეკლესიები თვალსაჩინოდ განსხვავდება იმ ეკლესიებისაგან, რ-ებსაც XIX ს. მანძილზე საქართველოში მომუშავე ბერძენი ოსტატები აშენებდნენ.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; კ ე ლ ე ნ ჯ ე რ ი ძ ე მ., გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა, ქუთ., 1913.
ვ. ბერიძე