ბერეკაშვილი აკაკი ვასილის ძე [17 (29). IV. 1891, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის ზონა, ‒ 26. III. 1962, თბილისი], ინჟინერი. რუსეთში სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე, კომპარტიის წევრი 1917-იდან.
სწავლობდა ჯერ ქუთ. რეალურ სასწავლებელში, შემდეგ პეტერბ. უნ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტზე. სტუდენტობის წლებში მონაწილეობდა არალეგალურ მუშაობაში. 1919 იყო პეტროგრ. მეორე საარტ. კურსების კომისარი, 1920‒საარტ. აკად. სამხ. კომისარი, ხოლო 1921-იდან ‒- სამხ. სკოლის კომისარი.
1921–24 მუშაობდა საქართვ. სამხ. კომისრის მოადგილედ. 1924–29 სწავლობდა ლენინგრ. საარტ. აკად. მეტალ. განყ-ბის მექანიკურ ფაკ-ტზე, რ-ის დამთავრების შემდეგ ინჟინრად დაიწყო მუშაობა ქ-ნა „კრასნი პუტილოვეცში“, 1930–36 ‒ იყო შავი ლითონების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი მოსკოვში, 1944-იდან ‒ სსრკ სახელმწ. საგეგმო კომისიის რწმუნებულის მოადგილე საქართველოში, 1949–51 ‒ საქართვ. მინისტრთა საბჭოს ენერგეტ. და კაპიტ. მშენებლობის განყ-ბის უფროსი.
საბრძოლო მასალების დამზადების ტექნოლოგიაში სიახლის დანერგვისათვის მიენიჭა სტალინური პრემია (1943). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
კ. ივანიძე