ბერელაშვილი გაიოზ ადამის ძე (1892 – 1937), ტანმოვარჯიშე, საქართველოში სპორტული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1919 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის ქიმ. ფაკ-ტი. 1912 საქართვ. ტანმოვარჯიშეთა ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მიიღო მონაწილეობა „სოკოლის“ (პრაღა) მეექვსე საიუბილეო შეკრებაში („მოფრენში“), სადაც პირველი ადგილი დაიკავა. 1917 დ. ჯავრიშვილთან ერთად შექმნა ტანვარჯიშული საზ-ბა „ამირანი“, რ-ის ბაზაზე („სოკოლის“ საზ-ბასთან ერთად) 1918 წ. 25 აგვ. ჩამოყალიბდა ქართ. ტანვარჯიშული საზ-ბა „შევარდენი“. 1921-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ჯერ მე-11 არმიის, შემდეგ კი ამიერკავკ. სამხ. ოლქის წითელარმიელთა სამხ.-ფიზკულტ. მომზადების განყ-ბას.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.
ა. ციბაძე