ბაურა მორის

ბაურა (Bowra) მორის (8. IV. 1898, – 1974), ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე, ბრიტანეთის აკად. წევრი (1938-იდან), მისი პრეზიდენტი (1958–61), ოქსფორდის უნ-ტის პროფესორი. რუსთველოლოგი.

საყურადღებოა მისი გამოკვლევები „საგმირო პოეზია“ (1952) და „შთაგონება და პოეზია“ (1955); ბ. განიხილავს რუსთაველის ეპოქის საქართვ. ვითარებას, პოეტის დამოუკიდებლობას აღმოსავლურ და დასავლურ კულტურასთან, პოემას ადარებს შუასაუკ. მსოფლიო პოეზიის ცნობილ შედევრებს და უმეტეს შემთხვევაში მას ანიჭებს უპირატესობას.

ლიტ.: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე  ა., ახალი ქართველოლოგიური ნაშრომები უცხოეთში, «ცისკარი», 1958, № 1.