ბაქარიანები

ბაქარიანები, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ფარნავაზიანთა სამეფო სახლის ძირთადი შტო.

ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის უმცროსი ძის ბაქარის (ბაკურის არაბიზებული ფორმა) შთამომავალნი (IV–VI სს.) (იხ. ბაკურ II). მირიანის გარდაცვალების შემდეგ ქართლში ბ. მეფობდნენ. მაგრამ მირიანის უფროსი ძის‒რევის შთამომავალნი ქართლის ტახტს თავისად თვლიდნენ. რევის ქვრივის სალომეს და მისი ძის თრდატის ცდა ‒ სომხების დახმარებით მოეპოვებინათ ტახტი ‒ მარცხით დამთავრდა.

369 ირანსა და რომის იმპერიას შორის ქართლის გაყოფის შემდეგ ბ. იძულებული გახდნენ მდ. მტკვრის მარჯვნივ მდებარე ქართლი რევიანებისათვის დაეთმოთ. ქართლის ეს ნაწილი რომის გავლენაში მოექცა.

ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე  ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, «მნათობი», 1988, № 3.

ვ. გოილაძე