ბერიევი (ბერიაშვილი) გიორგი მიხეილის ძე [31. I (13. II). 1903, თბილისი, ‒ 12. VII. 1979, მოსკოვი], ავიაკონსტრუქტორი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1961), საინჟინრო-ტექ. სამსახურის გენერალ-მაიორი (1953).
1930 დაამთავრა ლენინგრ. კალინინის სახ. პოლიტექ. ინ-ტი. 1934 – 68 ხელმძღვანელობდა თვითმფრინავთმშენებლობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ჰიდროთვითმფრი-ნავები (მბრ-2, მჰ-1, მდრ-5, მბრ-7, ბე-6), რეაქტიული მფრინავი ნავები (რ-1 და ბ-10), ამფიბია თვითმფრინავები (ბე-8 და ბ-12), სახომალდე საკატაპულტე თვითმფრინავები (ბე-2 და ბე-4) და სახმელეთო მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავები (ბე-30, ბე-32). სტალინური (1947), სახელმწ. პრემიების ლაურეატი (1947, 1968).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: ტატიშვილი ი., დიდი ქართველი გენერალური ავიაკონსტრუქტორი გიორგი ბერიაშვილი, თბ., 1989.