„ბერიკაცი ვარ“, ქართული ხალხური (ქართლ-კახური) ეპიკური სიმღერა.
საფუძვლად უდევს „როსტომიანის“ ერთ-ერთი ეპიზოდი, სახელდობრ, როსტომისა და ზურაბის შერკინების ამბავი. დროთა განმავლობაში ტექსტში შეიტანეს სიმღერისათვის შეუსაბამო სტრიქონები. სიმღერა სრულდება სუფრასთან. ბურდონული სამხმიანობის ნიმუშია ‒ მასში ზედა ორი ხმის მელოდია პოლიფონიურად ვითარდება ბურდონული ბანის ფონზე.
ი. ჟორდანია