ბერის საყდარი, X ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფ. ერედვის მახლობლად (ახლანდ ერედვის მუნიციპალიტეტი), სამეკლესიიანი ბაზილიკის გვიანდ. ნიმუში (ამჟამად ძლიერ დაზიანებულია).
ძეგლი გარედან შემოსილი იყო სუფთად გათლილი ღვინისფერი ქვით, რ-იც შიგნით მხოლოდ კონსტრუქციულად მნიშვნელოვან ნაწილებში იყო გამოყენებული. სამხრ. შესასვლელი გაფორმებულია შუაში აღმართულ სვეტზე დაყრდნობილი ორმალიანი გახსნილი თაღედით.
ბ. ს-ის, როგორც სამეკლესიიანი ბაზილიკის, თავისებურებაა ის, რომ მის გარსშემოსავლელში არ არის გამოყოფილი აღმოსავლეთის ოთახები ‒ სამსხვერპლო და სადიაკვნე. იგი წარმოადგენს ერთიან, დაუნაწევრებელ გალერეას. ნაგებობა გადახურული იყო პილასტრებზე დაყრდნობილ საბჯენ თაღებზე ამოყვანილი კამარით. აღმ. ფასადს ამკობდა დეკორ. კომპოზიცია: ფართო, მოჩუქურთმებული საპირით შემკული სარკმელი, რ-საც აგვირგვინებდა ასევე ფართო, მაგრამ სადა სათაური. სარკმლის ორივე მხარეს და ზემოთ თითო დეკორ. ჯვარი იყო ამოკვეთილი.
ლიტ.: М е п и с а ш в и л и Р. С., Ц и н ц а д з е В. Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1976.
რ. მეფისაშვილი
ვ. ცინცაძე