ბერიშვილი აკაკი მინას ძე (6. I. 1915, სოფ. ძეგლევი, ყოფ. ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, ‒ 15. XI. 1984, თბილისი), არქიტექტორი, არქიტექტურის კანდიდატი (1952). საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971).
დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი (1941). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. დოცენტი (1954), ფაკულტეტის დეკანი (1970 – 72), არქიტექტურული კონსტრუქციების კათედრის გამგე (1970 – 83); სამრეწველო ნაგებობათა არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი საქართველოში.
ს. კინწურაშვილი