ბერიძე გივი ივანეს ძე (5. IX. 1924, თბილისი, ‒ V. 2015, იქვე), არქიტექტორი. არქიტექტურის დოქტორი (1981), პროფესორი (1986).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1950), მოსკ. არქიტ. ინ-ტის დახელოვნების ფაკ-ტი (1954). 1957-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1950–60 მუშაობდა საპროექტო ინ-ტებში (თბილისში ‒ „საქსახპროექტი“, „თბილქალაქპროექტი“, მოსკოვში ‒ ქალაქთდაგეგმარების სახელმწ. ინ-ტი). ავტორია ქ-ების გენ. გეგმების, საცხოვრ. რ-ნების და რ-ნული დაგეგმარების პროექტებისა (ციმბირის ქ-ები ‒ აჩინსკი, კანსკი, კრასნოიარსკი; გვინეის დემოკრ. რესპუბლიკა; ავტორთა ჯგუფებთან ერთად).
1960-იდან მუშაობდა არქიტ.-სამშენებლო მეცნიერების დარგში (ქალაქთმშენებლობა, კურორტების, დასასვენებელი ადგილების, ტურიზმის ორგანიზაცია, საკურორტო დაწესებულებებისა და კომპლექსების დაპროექტებისა და მშენებლობის ანალიზი, მეთოდურ-ნორმატული მასალის შემუშავება). 1964-იდან იყო ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალური სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სექტორის, შემდეგ განყ-ბის ხელმძღვანელი.
1989-იდან ‒ არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თეორიის თბილისის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი.
თხზ.: საკურორტო-რეკრეაციული რაიონების სისტემის ფორმირება საქართველოს სსრ-ში და მათი ქალაქთმშენებლობითი ორგანიზაცია, თბ., 1957; ქალაქების სამოსახლო ზონის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი ორგანიზაცია (სახელმძღვანელო), თბ., 1988; Руководство по оформлению курортно-рекреационных систем, М., 1984 (თანაავტ.).
ს. კინწურაშვილი