ბერიძე გიორგი ივანეს ძე [15 (28). I. 1909, სოფ. ქსოვრისი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, ‒ 6. VI. 1983, თბილისი], მეცნიერი მეღვინეობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1961), რუს. სამეცნ.-ტექ. საზ-ბის საპატიო წევრი (1968).
II მსოფლიო ომის მონაწილე. 1933 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. მუშაობდა საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ღვინის ტექნოლ. განყ-ბის გამგედ; ინ-ტის დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში. 1976-იდან იყო ამ ინ-ტის ღვინის ტექნოლ. ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი. ბ-ის შრომები ეხება ქართ. ღვინის ტექნოლოგიასა და ენოქიმიურ დახასიათებას.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ღვინის დაყენება და მოვლა, თბ., 1950; ქართული ღვინო და კონიაკი, თბ., 1965 (ხუთ ენაზე); ქართული ღვინოების და კონიაკების დამზადების ტექნოლოგიური წესები, თბ., 1969; Технология экономическая характеристика вин Грузии, Тб., 1956.