ბერიძე ფილიპე ევსევის ძე (9. III. 1932, მერჯევი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი, - 3. IX 1970, თბილისი), კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1966).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1956). მისი ლიტ.-კრიტ. ნაშრომებიდან აღსანიშნავია წიგნები: „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ (1966), „ლიტერატურული წერილები“ (1972), „ლიტერატურული ნარკვევები“ (1974); თარგმნა კ. რილეევის პოემა „ვოინაროვსკი“ (1958), ა. ბლოკის „სამაგიერო“ (1962), ლესია უკრაინკას „კატაკომბებში“ (1971), კ. სენდბერგის „ლინკოლნი“ (1967), პ. დე კრუის „სიგიჟესთან მებრძოლი კაცი“ (1969), ზ. კოსიდოვსკის „ბიბლიური თქმულებები“ (1976).
1987 გამოვიდა ბ-ის პოეტური თარგმანების კრებული.
ლიტ.: ბ ო ჯ გ უ ა გ., უცნაური კაცი ‒ ფილიპე ბერიძე, თბ., 2002.