ბერკოვი პავლე ნაუმის ძე

ბერკოვი პავლე ნაუმის ძე [2 (14). XII. 1896, ბელგოროდ-დნესტროვსკი, ‒ 9. VIII. 1969, ლენინგრადი], რუსი ლიტერატურათმცოდნე. სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1960), გერმ. მეცნ. აკად. (ბერლინი) წ.-კორ. (1967).

იკვლევდა რუს. და საბჭ. ლიტ-რის საკითხებს.

ბ. ქართული ლიტ-რის თაყვანისმცემელი, მკვლევარი და პოპულარიზატორი იყო. წლების მანძილზე ქართ. ლიტ-რის კურსს კითხულობდა ლეინგრადის უნ-ტში, რუს. ლიტ-რის მრავალი ქართვ. სპეციალისტი მოამზადა.

საყურადღებო წერილები უძღვნა შოთა რუსთაველს, ვაჟა-ფშაველასა და სხვ.

თხზ.: Шота Руставели в русской литературе, «Известия АН СССР». Отд. Общественных наук, 1938, № 3; «Бог», «Мир» и «Люди» в поэме Руставели, «Литературная Грузия», 1966, № 8; О композиции «Витязя в тигровой шкуре» იქვე, 1966, Шота Руставели, «Русская литература», 1966, № 4; В чем прелесть и своеобразие поэзии Важа-Пшавела?, წგ.: ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1966.

ლიტ.: Памяти замечательного ученого и педагога, «Литературная Грузия», 1969, № 9 – 10.

ვ. შადური