ბეროზაშვილი ჯოლბორდ ვასილის ძე (დ. 12. IV, 1943, გორი), გენერალ-მაიორი (1995).
1965 წარჩინებით დაამთავრა ვასილკოვსკის (კიევის ოლქი) სამხ. საავიაციო სასწავლებელი, 1973 ‒ მოსკოვის ნ. ჟუკოვსკის სახ. სამხ.-საავიციო აკადემია, 1986‒ამავე აკადემიის ხელმძღვანილი კადრების მომზადების ფაკ-ტი. 1965-68 მსახურობდა ამიერკავკ. სამხ. ოლქში. 1975‒76 იყი სამხ. მრჩეველი ვიეტნამის სოციალ. რესპუბლიკაში. 1976‒80 მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში, იყო ესკადრილიის, ბატალიონის მეთაური, 1980‒83‒ უნგრეთის სახ. რესპუბლიკაში საბჭ. ჯარების ჯგუფის პოლკის მეთაურის მოადგილე, 1983‒84‒ვოლგოგრადის სამხ.-საავიაციო უმაღლესი სასწავლებლის პოლკის უფროსის მოადგილე, 1986‒91‒ კიევის სამხ. ოლქის სამხ.-საჰაერო ძალების სასწ. ცენტრის უფროსი, 1991, პირადი პატაკის თანახმად, დაითხოვეს უკრ. შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა ქართ. ჯარში.
1992‒93 ბ. მსახურობდა შტაბის უფროსად ქ. ცხინვალში განლაგებულ სამშვიდობო ჯარებში საქართველოს მხრიდან, 1994‒95 მეთაურობდა საქართვ. სახელმწ. უშიშროების სახელმწ. სამსახურის სადესანტო მოიერიშე ბრიგადას. 1993-იდან იყო საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სამხ.-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი, სარდლის პირველი მოადგილე, 2002-იდან ‒ სარდალი.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხასრისხის ორდენით (2003) და მედლებით.
ლ. დოლიძე