ბეროიანი არტემ კონოს ძე [10 (22). VI. 1878, თბილისი, ‒ 10. I. 1963, იქვე], სომეხი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1941).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1899 თბილისში. 1922-იდან სიცოცხლის ბოლომდე თბილ. სომხ. სახელმწ. დრამ. თეატრის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა პროფ. კულტურით, სცენური მომხიბვლელობით, სიწრფელით. ასრულებდა უპირატესად დრამ. და სახასიათო როლებს: ფერდინანდი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ელიზბაროვი (ა. შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“) და სხვ.
ბ-მა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია გ. სუნდუკიანის პიესებში: „ხათაბალა“, „პეპო“, „დაქცეული ოჯახი“ (ზამბახოვი, ზიმზიმოვი, ფარსიღა) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
შ. ცუცქირიძე