ბეროიანი მარიამ გიორგის ასული [27. I (8. II). 1892, თბილისი, ‒ 22. VII. 1960, იქვე], სომეხი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1946).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1913 თბილისში. 1922-იდან მსახიობად მუშაობდა თბილ. სომხ. დრამ. თეატრში. მისი შესრულება გამოირჩეოდა ნატიფი გემოვნებით, დახვეწილობით, სისადავით. ასრულებდა სახასიათო, დრამ. და კომ. როლებს. განსაკუთრებული წარმატებით თამაშობდა გ. სუნდუკიანისა (სალომე ‒ „დაქცეული ოჯახი“, ხამფერა ‒ „ხათაბალა“ და სხვ.) და ა. შირვანზადეს (შპანიკი ‒ „ნამუსი“, ზარნიშანი ‒ „ავი სული“ და სხვ.) პიესებში.
იყო საქ. სსრ II – IV მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
შ. ცუცქირიძე