ბეროშვილი ვლადიმერ ლევანის ძე (1907, სოფ. კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ‒ 1944), საბჭოთა კავშირის გმირი (16. X. 1943).
დაამთავრა უმცროს მეთაურთა სკოლა (1940). II მსოფლიო ომში მეთაურობდა მეტყვიამფრქვევეთა ოცეულს, შემდეგ ‒ ასეულს. დნეპრის გადალახვისა და მარჯვ. ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.
ტ. ჩიჩილაკაშვილი