ბერუაშვილი მალხაზ ნოეს ძე (14. X. 1961, ქარელი), სპორტსმენი (სამბისტი, ძიუდოისტი).
სამბოში მსოფლიოს (1990) და ევროპის ორგზის ჩემპიონი (1990, 1991), სსრკ ჩემპიონი (1990) და ბრინჯაოს პრიზიორი (1986).
დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზიკური კულტურის ინ-ტი (1986). ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ახალგაზრდებში (1980), სსრკ ჩემპიონი (1984), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის გამარჯვებული (1983), თბილ. საერთაშ. ტურნირის ოთხგზის გამარჯვებული (1980, 1984, 1985, 1986) და მეორე პრიზიორი (1981). საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში (1979, 1982, 1984, 1987, 1989).