ბერუაშვილი გიორგი ივანეს ძე (1916, სოფ. ერედვი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, ‒ 14. I. 1944, სოფ. ბოსიევკა, ჩერკასკის რ-ნი, უკრაინა), საბჭოთა კავშირის გმირი (11. I. 1944), მესანგრეთა ათეულის მეთაური.
წითელ არმიაში გაიწვიეს 1941 ივნისში. 1943 მონაწილეობდა კურსკის ბრძოლებში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დნეპრის გადალახვის დროს, რისთვისაც მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი