ბერყენიანი, მცენარეთა ფორმაცია (კორომთა ტიპები).
ახასიათებს მეჩხერი ხეთადგომა. ცნობილია ნათელი ტყეებისა და ქსეროფილური მეჩხერი ტყეების სახელით. საქართველოში ბ-ს ქმნიან ტირიფ-ფოთოლა (Pyrus salicifolia) და ქართ. (p. georgica) ბერყენები.
გვხვდება საქართველოს აღმ. და სამხრ. რ-ნებში, ზ. დ. 350 – 900 (1000) მ-ზე, ველების (სტეპების), ფრიგანისა („მთის ქსეროფიტების“) და არიდული მეჩხერი ტყეების ზონაში ყავისფერ და წაბლა ნიადაგებზე. ამის შესაბამისად ბ-ის მთავარი ვარიანტებია (ასოციაციები) უროიანი, ვაციწვერიანი და სხვ.
მ. სახოკია