ბერციხე

ბერციხე, ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე იმერეთში, სოფ. გოგნის ჩრდ-ით 3 კმ-ზე (თერჯოლის მუნიციპ.), მდ. ქვერუნის (ვახუშტის მიხედვით ქვერულა) ხევში. შემორჩენილია ნანგრევები. აგებული იყო პიტალო კლდეზე, იცავდა ტყიბულიდან, მუხურიდან და რაჭიდან არგვეთისკენ მიმავალ გზებს.

გ. ცქიტიშვილი