ბერძენიშვილი გრიგოლ ალექსანდრეს ძე (17. IV. 1909, ბათუმი, ‒ 4. II. 1962, თბილისი), დრამატურგი. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1961).
ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1927-იდან. მისი პირველი მნიშვნელოვანი პიესა „ოქროს ვერძი“ 1938 დაიდგა თბილ. სანკულტურის თეატრში. 30-იან წლებში იდგმებოდა აგრეთვე ბ-ის პიესები: „აჭარის მთებში“ (1937) და სხვ. 1941–44 მოქმედი არმიის რიგებში იყო.
1948-იდან თბილ., გორის, ცხინვალის, ფოთის, ოზურგეთისა და სხვ. თეატრების სცენებზე კვლავ გამოჩნდა მისი პიესები: „არწივის ბუდე“ (თანაავტორი ს. დოლიძე), „ტირიფის ქვეშ“ (1945), „მშვიდობის მტრედები“ (1946), „ბედნიერებისაკენ“ (1948), „ძველი ჭრილობა“ (1952), „კოჭლი მეწისქვილე“ (1956), „ლერწამი ქარში“ (რუსთაველის სახ. თეატრი, 1956), „დაჭრილი არწივი“ (მარჯანიშვილის სახ. თეატრი, 1957).
ამ პიესებში აისახა ქართვ. ხალხის გმირული წარსული და თანამედროვეობა, II მსოფლიო ომის წლები, მშვიდობისათვის ბრძოლა და სხვ. ბ. წერდა აგრეთვე საბავშვო მოთხრობებს („დიდი წიფლის საიდუმლო“, „ეგნატეს ცრემლი“, „მოწყვეტილი ვარსკვლავი“).
თხზ.: დიდი წიფლის საიდუმლო, თბ., 1956; ლერწამი ქარში, თბ., 1958; დაჭრილი არწივი, თბ., 1960.
ლიტ.: მწერალთა ავტობიოგრაფიები, თბ., 2013.