ბერძენიშვილი მიხეილ ირაკლის ძე (12. V. 1914, თბილისი, ‒ 21. VI. 1981, იქვე), სპორტსმენი (ფეხბურთელი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1946).
ფეხბურთის თამაში 1928 დაიწყო ჯერ თბილ. „დინამოს“ ბავშვთა, შემდეგ კი ოსტატთა გუნდში, თბ., „დინამოს“ შემადგენლობაში. საკავშ. ჩემპიონატის 126 მატჩში გატანილი აქვს 36 ბურთი. იყო საქართვ. და ამიერკავკ. ნაკრები გუნდების წევრი. ჩატარებული აქვს 13 საერთაშ. შეხვედრა (6 – „დინამოს“ შემადგენლობაში), ორჯერ (1939, 1940) იყო სსრკ ჩემპიონატის მეორე, ერთხელ (1936) მესამე პრიზიორი. თამაში დაამთავრა 1946.
ბ. იყო მაღალტექ. ფეხბურთელი, გამოირჩეოდა პასისა და ზუსტი დარტყმის უზადო ტექნიკით, თამაშობდა თავდასხმასა და ნახევარდაცვაში, ძალზე ოსტატურად ურტყამდა თერთმეტმეტრიან საჯარიმოებს. 1948 ბ. იყო თბილ. „დინამოს“, შემდეგ ‒ თბილ. 35-ე საშ. საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი. გარდაცვალებამდე მუშაობდა სპორტკომბინატ „დინამოს“ სასწ.-სპორტ. განყ-ბის უფროსად.
გ. ქორქია