ბერძენიშვილი ოთარ ვლადიმერის ძე (13. V. 1928, სოფ. გოგოლესუბანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი,‒23. VIII. 2015.), ხალხური მომღერალი (ბანი) და ლოტბარი. საქართვ. დამს. არტისტი (1978), ვ. ბერძენიშვილის შვილი.
მოღვაწეობდა ქართ. ხალხ. შემოქმედების დარგში. 1959-იდან ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ ანსამბლებს თბილისსა და საქართვ. სხვადასხვა რ-ნებში. იყო ბანის პარტიების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი.
აღადგინა და პოპულარიზაცია გაუწია მრავალ დავიწყებულ ხალხურ სიღერას.