გაგიდა

გაგიდა, მდინარე გალის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), სამურზაყანოს დაბლობზე. სიგრძე 6,3 კმ, აუზის ფართ. 270 კმ². წარმოიქმნება მდ-ების ხუმუშქურისა და კირის შეერთებით. ერთვის შავ ზღვას სოფ. გაგიდასთან. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მთავარი შენაკადებია: მარჯვ. – ოჯოღორე, მარცხ. – ოკვინორე.