გაგოიძე ვახტანგ ალექსის ძე (14. VII. 1920, სოფ. ქვემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 2003), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1964), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982). II მსოფილო ომის მონაწილე. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1949), 1949–62 – საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის მეცნიერ-მუშაკი, 1962-იდან საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ფილოს. კათედრის გამგე. მოღვაწეობის ძირითადი სფეროები: მარქსისტული ფილოს. წარმოშობა და განვითარება; XIX ს. ქართ. ფილოს. და სოციოლოგიური აზრის ისტორია, სამეცნ.-ტექ. რევოლუციის ფილოს. პორბლემები.
თხზ.: ჰეგელის იდეალისტური დიალექტიკის კრიტიკა და მარქსისტული დიალექტიკური მეთოდის პრინციპების ჩამოყალიბება, თბ., 1955; ი. ჭავჭავაძის მსოფლმხედველობა, თბ., 1962; ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XIX საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; ნარკვევები XIX საუკუნის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის განვითარების ისტორიიდან საქართველოში, თბ., 1971; მეცნიერების გადაქცევა უშუალო საწარმოო ძალად, თბ., 1979; მეცნიერება, ტექნიკა, საზოგადოება, წგ. 1–2, თბ., 1982–85.