ბერჭილის ქედი, ქედი დას. საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის კირქვული მასივის ცენტრ. ნაწილის დას. განშტოება.
კარსტული მღვიმე დას. საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის კირქვულ მასივზე, ბერჭილის ქედის ჩრდ. ციცაბო ფერდობზე, ორთაბალაგანის ტროგული ხეობის ჩრდ. ნაწილში, ზ. დ. 2440 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ-ზედაიურულ კირქვებში; აქვს სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული ორი, ჰორიზონტალურფსკერიანი შესასვლელი, რ-ებიც რამდენიმე ათეული მეტრის შემდეგ ვრცელ ჭას ერწყმიან.
ჯამური სიღრმე 420 მ, სიგანე 2‒45 მ, ფსკერის ფართობი 1750 მ², მოცულობა 10 ათ.მ³. ჩასასვლელიდან 110 მ-ზე იწყება დიდლოდებიანი კირქვის ნაზვავი, რ-ის სიმძლავრე 120 მ-მდეა. კალციტის ნაღვენთები არ არის. უფსკრულში ნაპოვნია დათვის ჩონჩხი. სხვა ჭების სისტემა ჯერ კიდევ შეუსწავლელია.
ზ. ტატაშიძე