ბესა

ბესა, ბიზანტიელი სტრატეგოსი (სარდალი) ეგრისში 550–554. 550 ბიზანტიას დაუმორჩილა აჯანყებული აბაზგები; 551 ირანელებს წაართვა ციხე-ქალაქი პეტრა, მაგრამ 553 სასტიკად დამარცხდა ირანელებთან ბრძოლაში ტელეფისის მახლობლად.

ეგრისის მეფის გუბაზის თხოვნით კეისარმა იუსტინიანემ ბ. თანამდებობიდან გადააყენა, მთელი ქონება ჩამოართვა და აბაზგიაში გადაასახლა.

წყარო: პროკოპი კესარიელი, De bello gothico, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ა. ბოგვერაძე