ბესე (Bessé) ჟან შარლ დე (1799-მდე, ‒ 1838-ის შემდეგ), ფრანგი მეცნიერი, იკვლევდა უნგრელთა წარმომავლობას.
იმოგზაურა ყირიმსა და კავკასიაში. 1830 იყო თბილისშიც, საიდანაც გაემგზავრა ჯერ სურამში, შემდეგ კი დას. საქართველოში. მოიარა ქუთაისი, მარანი, აბაშა, ხობი, რედუტკალე (ყულევი). ყულევიდან იგი ზღვით ტრაპიზონის, კონსტანტინოპოლისა და ტრიესტის გავლით ვენაში დაბრუნდა. ბ-ს მოგზაურობის ძირითადი მიზანი იყო უნგრელების მიგრაციისა და მათი ცხოვრების კვალის აღმოჩენა. ამასთან დაკავშირებით დიდი ადგილი დათმობილი აქვს საქართველოს ლინგვისტურ და ტოპონიმურ მასალას. ბ. აღწერს აგრეთვე თბილისს, ქუთაისს, ყულევს, კავკასიაში მცხოვრებ რუსებსა და დას. ევროპელებს, კავკასიის გერმ. კოლონიებს და სხვ.
ლიტ.: П о л и е в к т о в М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800–1830 гг., Тб., 1946.