ბითაძე აკაკი გრიგოლის ძე

ბითაძე აკაკი გრიგოლის ძე (დ. 20. XI. 1932, თბილისი,), ‒ სსრკ დამს. მფრინავი (1983). დაამთავრა ბალაშოვის სამხ. საფრენოსნო სასწავლებელი (1955) და თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1968).

სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდა 1960-იდან. 1970-იდან იყო ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართვ. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში, 1986-იდან ხელმძღვანელობდა საქართვ. სამოქალაქო ავიაციის ცენტრ. სააგენტოს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.