ბილანიშვილი გიორგი ივანეს ძე (22. VI. 1916, თბილისი, – 3. XII. 1969, იქვე), საბჭოთა კავშირის გმირი (10. I. 1944), პოლკოვნიკი.
დაამთავრა თბილ. (1937) და კიევის (1939) სამხ. სასწავლებლები.
მონაწილეობდა დას. უკრაინის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში, სსრკ-ფინ. ომში (1939–40). II მსოფლ. ომის (1939–45) დროს მდ. დნეპრის გადალახვისას სარდლობის საბრძოლო დავალებების სანიმუშოდ შესრულებისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მუშაობდა თბილისში ჩუღურეთისა და ნაძალადევის რ-ნების სამხ. კომისრად.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა სახელმწ. ჯილდოებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი