ბილურთა

ბილურთა, მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედზე. სიმაღლე 2166 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტებით. სამხრ. და აღმ. კალთები ციცაბოა, დას. – დამრეცი. ქვედა კალთები შემოსილია წიფლნარით, მწვერვალზე მეორეული სუბალპ. მდელოებია.