ბიმურზელა

ბიმურზელა, უძველესი ქართული (სვანური) ხალხური სანახაობა – ფერხული და მისი თანხმლები სიმღერა.

ფერხულს შიგნით მოთამაშე, ე. ი. მოშაირე-მოცეკვავე ვაჟი სიმღერით მოუთხრობს ხალხს მესტიელი ბიმურზელას თავგადასავალს, კერძოდ, მისი სიცოცხლის ტრაგიკულ დასასრულს, იგი თოფით მოკლა მის მიერ გატაცებული ქალის ქმარმა ‒ მონადირე ბექამ. ყოველი სტროფის დამთავრების შემდეგ გუნდი (ფერხული) მოძახილს ამბობს.

ამ მოძახილზე ვაჟი მოედნის ცენტრში „ცერულს“ ცეკვავს. სიმღერა საფერხულო წყობისაა, მასში დამწყები და სამხმიანი გუნდი ენაცვლება ერთმანეთს.

სრულდება ტაშის თანხლებით. მუს. ზომა 2/4.

ა. თათარაძე