ბიოტექნოლოგიის რესპუბლიკური საკოორდინაციო ცენტრი

ბიოტექნოლოგიის რესპუბლიკური საკოორდინაციო ცენტრი, დაარსდა 1986 საქართვ. მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით საქართვ. მეცნ. აკად. მცენარეთა ბიოქიმ. ინ-ტის ბაზაზე.

მისი მიზანია რესპუბლიკაში ბიოტექნოლ. განვითარება. ცენტრი კოორდინაციას უკეთებს შემდეგი დარგების მუშაობას: ტექ. ბიოქიმიას, მიკრობიოლოგიას, საინჟინრო ენზიმოლოგიას, ბიოორგან. ქიმიას, გენურ ინჟინერიას, ცხოველური და მცენარეული უჯრედის კულტურების გამოყენებას, რესპუბლიკაში ჩატარებული სამეცნ. კვლევის შედეგების დროულად დანერგვას და ამ დარგში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. ბ. რ. ს. ც-თან შეიქმნა საუწყებათაშორისო ბიოტექ. სამეცნ. საბჭო, რ-ის შემადგენლობაში 22 წევრია; საბჭოს პრეზიდიუმი შედგება თავ-რის, მოადგილისა და მდივნისაგან. საბჭოში გაერთიანებულია 13 სამეცნ.-კვლ. ინ-ტი და ორგანიზაცია: მცენარეთა ბიოქიმიის ინ-ტი, თსუ, საქართვ. ეკონ. სამინისტრო, საქართვ. სოფლისა და კვების მრეწველობის სამინისტრო, საქართვ. ტექნიკური უნ-ტი, საქართვ. აგრარული უნ-ტი, მებაღეობის, მევენახეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, ექსპერ. მორფოლ. ინ-ტი, ზოოტექ.-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინ-ტი, საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად., საქართვ. სუბტროპ. მეურნ. ინ-ტი, ქუთ. ტექ. უნ-ტი, სუბტროპ. ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების სამეცნ.-კვლ. და ექსპერ.-საკონსტრუქტორო ინ-ტი (ბათუმი). საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანაა რესპ. სოფლის მეურნეობაში არსებული ნარჩენების ბაზაზე უნარჩენო ბიოტექნოლ. დამუშავება.

გ. კვესიტაძე