ბირკალუა (Siegesbeckia orientalis), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა.
აქვს 40–100 სმ სიმაღლის დატოტვილი, იშვიათად მარტივი, შებუსული ღერო, მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები და კალათა ყვავილედებად შეკრებილი ყვითელი ყვავილები.
საქართველოში იზრდება აფხაზეთში, გურიაში, აჭარაში, იმერეთსა და ქართლში მთის შუა სარტყლამდე – ტყის პირებზე, მთისწინებსა და ზღვისპირა ზოლის რუდერალურ ადგილებზე.
გავრცელებულია აგრეთვე აზერბაიჯანში, ყირიმში, ციმბირში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, მცირე და აღმ. აზიაში, ირანში, ავსტრალიაში და სხვ.
ლ. ხინთიბიძე