ბირკიანის განძი, XVII ს. ვერცხლის მონეტების განძი (21 ეგზ.), აღმოჩენილია 1967 სოფ. ბირკიანში (ახმეტის მუნიციპალიტეტი).
განძი შეიცავს შემდეგ ნომინალებს: ბაზი ‒ 13 ც, მუჰამადი ‒ 6 ც და შაჰი ‒2 ც მონეტები მოჭრილია ირანის შაჰების სეფი I-ისა (1629 –42) და აბას II-ის (1642–66) სახელით თბილისის, ზაგემის, განჯისა და ჰოვეიზის ზარაფხანებში. ბ. გ-ის ქრონოლოგიური ჩარჩოებია 1629/30 – 1642 (დაცულია საქართვ. სახელმწ. მუზეუმში).
ლიტ.: დ უ ნ დ უ ა გ., ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1970; ქ უ თ ე ლ ი ა თ., კახეთის სამეფოს უცნობი ზარაფხანა, «ძეგლის მეგობარი», 1970, № 23; მისივე, Грузия и Сефевидский Иран (По данным нумизматики), Тб., 1979.
ი. ჯალაღონია