ბიწაძე ანდრია ვასილის ძე [9 (22). V. 1916, სოფ. ცხრუკვეთი, ახლანდ. ჭიათურის ზონა, – 6. IX. 1994, მოსკოვი], მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1969), რუსეთის მეცნ. აკად. წ.-კორ. (1958). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1959), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962).
დაამთავრა თსუ (1940). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტსა და თბილ. სახელმწ. უნ-ტში (1940 – 48), სსრკ (ახლანდ. რუსეთის) მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში (1948 – 59), ამავე აკად. ციმბირის განყ-ბის მათ. ინ-ტსა და ნოვოსიბირსკის უნ-ტში (1959–71). იყო ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის კერძოწარმებულიან დიფერენც. განტოლებათა განყ-ბის გამგე (1971-იდან), მოსკ. საინჟინრო-ფიზ. ინ-ტის კათედრის გამგე (1971 – 78), თსუ ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის მეცნიერი ხელმძღვანელი და დირექტორი (1978 – 83), მოსკ. სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (1984-იდან).
ბ-ის ძირითადი შრომები ეხება ელიფსური განტოლებებისა და სისტემების თეორიას, შერეული ტიპისა და შედგენილი ტიპის განტოლებათა თეორიას, ჰიპერბოლური სისტემების თეორიას, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრ. განტოლებათა თეორიას, არალოკალურ სასაზღვრო ამოცანათა თეორიას და სხვ. ელიფსური სისტემისათვის სიბრტყის შემთხვევაში დაამტკიცა დირიხლეს ამოცანის ფრედჰოლმურობა და პუანკარეს ამოცანის ნიოტერულობა; აღმოაჩინა დირიხლეს ამოცანის დასმის არაკორექტულობა იმ არეებში, სადაც განსახილველი განტოლება შერეული ტიპისაა; მოძებნა ფართო კლასის კერძოწარმოებულიანი კვაზიწრფივი განტოლებებისა და სისტემების ზუსტი ამონახსნების ერთობლიობები და გამოავლინა ამონახსნთა სტრუქტურული თვისებები.
ნ. მუსხელიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1982), ჭიათურის საპატიო მოქალაქე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Уравнения смешанного типа, М., 1959; Краевые задачи для эллиптических уравнений второго порядка, М., 1966; Некоторые классы уравнений в частных производных, М., 1981; Уравнения математической Физики, М., 1982; Основы теории аналитических функций комплексного переменного, М., 1984.
ლიტ.: ე ბ ა ნ ო ი ძ ე თ., წერილები ქართველ მათემატიკოსებზე, თბ., 1981; Андрей Васильевич Бицадзе (к 70-летию со дня рождения), «Дифференциальные уравнения», 1986, т. 22, № 12; Бицадзе Андрей Васильевич (к 70-летию со дня рождения). «Успехи математических наук», 1987, т. 42, в. 3 (255).