ბიწაძე შალვა ივანეს ძე (13. XII. 1905, ზესტაფონი,–31. VIII. 1980, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1964), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979).
დაამთავრა ამიერკავკ. კომუნისტური უნ-ტი (1929) და მარქსიზმ-ლენინიზმის უნ-ტის ასპირანტურა (1935). II მსოფლიო ომის მონაწილე. იყო თსუ-ის ისტ. მატერიალიზმის კათედრის პროფესორი (1964 – 80). მოღვაწეობის ძირითადი სფეროები: ეთიკა, ეთიკის მოძღვრებათა ისტორია და ისტ. მატერიალიზმი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ბელინსკის ეთიკური შეხედულებანი, თბ., 1962; ისტორიული მატერიალიზმი, თბ., 1957; 1971 (თანაავტ).