ბიჭვინთის ოკრუგი, ადმ.-ტერ. ერთეული რუსეთის იმპერიაში (სოხუმის სამხედრო განყოფილების შემადგენლობაში).
შეიქმნა 1868. აერთიანებდა გუდაუთისა და გუმისთის (ახლანდ. გაგრის, გუდაუთის, სოხუმისა და გულრიფშის მუნიციპ-ები) „უჩასტკებს“.
გაუქმდა 1883.
წყარო: Документы по истории Грузии (1862-1917 гг.), Серия 2, т. 1, ч. 1, под ред. Проф. Ш. К. Чхетия, Тб., 1954.
ლიტ.: Д з и д з а р и я Г. А., Труды, кн. I, Сух., 1988; Э с а д з е С., Историческая записка об управлении Кавказом, т. 1–2 Тфл., 1907.
ო. ჟორდანია